„ძვირფასო სოფი, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს გვანიჭებს თქვენი ნახვა აქ და ახლა, Vogue-ის გარეკანზე. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საყოველთაოდ და ურყევად უყვარდა ყველას პირველი გამოჩენის შემდეგ. არაერთი თაობა გაიზარდა თქვენი მაგალითით, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია იმის გაცნობიერება, რომ დღევანდელი თინეიჯერებისთვისაც კუმირი ხართ. და ეს, თავისთავად, დასტურია იმისა, თუ რამდენად მარადიულია თქვენი სახელი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს!“ - წერდა Vogue-ი სოფი მარსოს შესახებ, რომელიც ფრანგული "ვოგის" აპრილის ყდაზეა. სოფის ფოტოში LOUIS VUITTON აცვია და ყურადღებას კვლავ მისი გამორჩეული ვარცხნილობა იქცევს.
La Boum-ში თამაშის დროს სოფის თმა ბევრი ქალისთვის „სტილის ხატად“ იქცა. „ფრთიანი ბობი“ - ასე უწოდებენ ვარცხნილობას, რომელმაც აქტუალობა არასდროს დაკარგა და ფრანგი ქალის სიმბოლო გახდა. სოფი მარსომ წლების შემდეგ ეს სტილი კვლავ მოირგო და მას ახალი ელფერი შესძინა.
რომელი ჩაანაცვლებს წითელს? - რომელია 2024 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდული ფერი და როგორ უნდა მოირგოთ ის
საუკეთესო ვარცხნილობა ქალისთვის
მიზეზები, რატომ არის „ფრთიანი ბობი“ საუკეთესო ვარცხნილობა ნებისმიერი ასაკის ქალისთვის:
მრავალფეროვნება: მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა. ეს ფორმა შეიძლება მოერგოს თმის სხვადასხვა ტიპს, სახის ფორმებს და ცხოვრების წესს.
სტილი: ეს არ არის მხოლოდ ვარცხნილობა; ეს არის ხმამაღალი განცხადება, რომ თქვენ დახვეწილი სტილი გაქვთ. ის გამოხატავს თავდაჯერებულობის გრძნობას და გმატებთ მოდურ ელფერს,
მარტივი გამოსავალი: თუ თქვენი თმის სტრუქტურის, სახის ფორმისა და ცხოვრების წესის შესაბამის ბობს შეარჩევთ, „დაიბანე და წადი“ თქვენთვის მარტივ გამოსავლად იქცევა.
სოფი მარსო ამ ვარცხნილობის ღირსეულ და ნამდვილ დედოფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მან შეძლო და დაამტიცა, რომ მსგავსი სტილი ერთნაირად შეიძლება მოიხდინოს როგორც თინეიჯერმა, ისე 40 წელს გადაცილებულმა ქალმაც.
სოფი მარსო
ისე კი, სოფი მარსოს რომ გამორჩეული გარეგნობა, ცხოვრების სტილი და კარიერა აქვს, ამაზე არავინ დავობს. ფრანგი კინომსახიობი, რომელიც ახლა 57 წლისაა, დაიბადა მძღოლისა და გამყიდველის ოჯახში. კინოში შემთხვევით მოხვდა: ერთ-ერთი მეგობრისგან შეიტყო, რომ კლოდ პინოტო მოზარდებს აგროვებდა ახალი ფილმისთვის და გადაწყვიტა მასთან ერთად კინოსინჯზე წასულიყო. შედეგად, მარსო აირჩიეს მთავარი როლისთვის რამდენიმე ათასი კანდიდატიდან. ასე ერთი გაელვებით სოფი მარსო ვარსკვლავი გახდა. ფილმს „ბუმი“ (1980) გრანდიოზული წარმატება ჰქონდა და მალე მისი გაგრძელება „ბუმი 2“ (1982) გადაიღეს, რომლისთვისაც სოფიმ „ცეზარი“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი და ყველაზე პერსპექტიული მსახიობი“.
16 წლის ასაკში მას მოუწია თამაში ჟერარ დეპარდიესა და კატრინ დენევთან ერთად ფილმში „ფორტ საგანი“. დეპარდიე კვლავ გახდა მისი პარტნიორი მორის პიალის ფილმში „პოლიცია“. 1984 წელს პირველად ითამაშა ანჯეი ჟულავსკისთან ერთად ფილმში „აზარტული სიყვარული“. მას მოჰყვა „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“, და „ცისფერი ნოტა“.