უილიამ შექსპირის ანდერძი და თანამედროვე ცნობები გვაძლევს მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია დრამატურგის გარდაცვალება ოთხი საუკუნის წინ.
შექსპირი საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა მკითხველის და თეატრის მოყვარულების ყურადღებას. დიდ ინტერესს იწვევს მისი გარდაცვალების ამბავიც, ან, ყოველ შემთხვევაში, ამბავი იმის შესახებ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
შექსპირის სიკვდილის მიზეზი არ დაფიქსირებულა
ითვლება, რომ ის გარდაიცვალა 23 აპრილს, იმავე დღეს, როგორც მისი სავარაუდო დაბადების დღე. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს შემთხვევითი გარემოება მითია. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით, რომ ის გარდაიცვალა 1616 წლის 25 აპრილამდე.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ალკოჰოლიზმისა და დაავადების თეორია
ერთი კონკრეტული ამბავი შექსპირის დაღუპვის შესახებ ასობით წლის განმავლობაში არსებობდა. მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ გავრცელდა თეორია იმის შესახებ, რომ პოეტი ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა.
უფრო ლოგიკური ჰიპოთეზაა, დაავადებით გარდაიცვალა. Shakespeare Birthplace Trust-ის თანახმად, იმ დროს ტიფის ცხელება განსაკუთრებით გავრცელებული იყო, პოეტი კი წყაროსთან ახლოს ცხოვრობდა - ეს დაინფიცირებას ხელს შეუწყობდა.