ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიშვილი, ნიკოლოზ ბაზერაშვილი, ანასტასია ვასაძე და კიდევ არაერთი უნიჭიერესი ბავშვი საზოგადოებამ პროექტიდან "რანინა" გაიცნო. კონკურსი, რომელიც უფრო მეტად საბავშვო დღესასწაულს ჰგავს, ახალი სეზონით კვლავ დაბრუნდა და მსენელს ახალი სახეები გააცნო. ასევე ახალგაზრდა და წარმატებულ მუსიკოსთან, გიორგი გიგაშვილთან, კოლაბორაციით კი გასული გადაცემა რეზონანსული გახდა. გიორგის მიერ არანჟირებული ქართული სიმღერები ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს და უამრავი დადებითი კომენტარიც დაიმსახურეს: "ეს არის ჩვენი საქართველოს მომავალი", "ასეთი ახალგაზრდები გვჭირდება დღეს", "ეს არის ნამდვილი გალაქტიკა, დაგვაბრუნეთ დედამიწაზე", - წერენ კომენტარებში.
პიანისტებმა, გიორგი გიგაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა, მართა ნოზაძესთან, მათე მარტიაშვილთან, გიორგი შაშვიაშვილთან, ბარბარე მორგოშიასთან და ანდრია ფუტკარაძესთან ერთად შეასრულეს ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერები: "ეს ნამღერი ისტორიას უნდა დარჩეს. არ მგონია, ამას რამე კომენტარი აღწერდეს", "რა საოცრად იმღერა ეს ურთულესი სიმღერა", "ბედნიერება, სიხარული და სიყვარული", - წერდა თავად არანჟირებების ავტორი.