რა გახდა ცნობილი ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილის შესახებ - "გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა" - Marao

რა გახდა ცნობილი ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილის შესახებ - "გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა"

2024-04-08 15:41:56+04:00

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მათი ცნო­ბით, გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა, კი­ევ­ში სა­ჩუქ­რად ბინა მი­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია, დე­და­მის­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა.

  • წითელი ვარდების თაიგული და რომანტიკული კადრები - რა ფოტოები გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ სიყვარულის დღეს 
  • "3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ „ცუდი კაცები“ მიშლიან ხელსო" - რას წერს საკუთარ დაბადების დღეზე მიხეილ სააკაშვილი 

უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, რომ ბინა კი­ევ­ში მის­მა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი კი, ვინც გო­გო­ნას ბინა გა­და­უ­ფორ­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია გახ­ლდათ.

 პა­ტა­რა ჟას­მინ­მა, რო­მელ­საც დე­დამ თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა, 2023 წლის აპ­რილ­ში სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბინა კი­ევ­ში. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით 145 ათა­სი დო­ლა­რი.

ბე­ბი­ამ შვი­ლიშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც (25 ათა­სი დო­ლა­რი) აჩუ­ქა. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თვის.

წაიკითხეთ სრულად