როდის იწყება და როგორ შეგვიძლია ვუყუროთ მზის დაბნელებას? - Marao

როდის იწყება და როგორ შეგვიძლია ვუყუროთ მზის დაბნელებას?

2024-04-08 20:31:06+04:00

2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ, კანადას გადაკვეთს. იგი 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის, ძირითადად, ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული.

მზის დაბნელება — ბუნებრივი მოვლენა, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფებისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.

მისი სისრულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს იმყოფება მთვარე დედამიწასთან. ნაწილობრივი მზის დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე. ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.

ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. აღინიშნება ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს.

წაიკითხეთ სრულად

მზის დაბნელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ელოდება, მათ შორის, საქართველოშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-ში მსგავსი მზის დაბნელება ბოლოს 2017 წელს მოხდა, წლევანდელი შემთხვევის შემდეგ კი იგი 2044 წლამდე აღარაა მოსალოდნელი. იშვიათია ისიც, რომ 8 აპრილის მზის დაბნელება ბევრი დასახლებული პუნქტიდან იქნება ხილვადი.

ცნობისთვის, მზის დაბნელება თითქმის ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება. საქართველოში ნაწილობრივ დაბნელებას 2027 წლის 2 აგვისტოს ვიხილავთ.

თუკი დღევანდელი მზის დაბნელება გაინტერესებთ და მისი დანახვა საქართველოდანაც გსურთ, ამას სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით შეძლებთ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

Solar eclipse 2024 LIVE: Livestream from Mexico, Texas, New York, more

LIVE Stream: Total Solar Eclipse April 8, 2024

2024 Total Solar Eclipse: Through the Eyes of NASA (Official Broadcast)