რამდენიმეთვიანი გაუჩინარებისა და არაერთი კონსპირაციული თეორიის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მოულოდნელ და შოკისმომგვრელ დიაგნოზზე საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა, პრინცესა მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძვის და, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მკურნალობა სახლში აგრძელებს:
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის, დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე", - ამბობდა ქეითი ვიდეოში.
ამჯერად გამოცემა Miro rავრცელებს ინფორამციას ქეითის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამოცემა, პრინცესასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ ის, პრინცი უილიამი და ბავშვები ამჯერად ანმერ ჰოლში იმყოფებიან, სადაც პრინცესა ქეითი, პაპარაცებისგან შორს, რეაბილიტაციის კურსს გადის.
სამეფო ექსპერტი ჯენი ბონდ ამბობს, რომ უელსის პრინცესას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და ის ახლა გამოჯანმრთელების გზაზეა.