ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ის ცნობილი ოჯახის შვილია და ტელეეკრანზე თავადაც ხშირად ჩნდება. ლენუკამ წლების წინ მოდელის კარიერა აირჩია. ახლა სხვა გეგმები აქვს. თუმცა მისთვის ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სიამაყე შვილი, ნიკუშა ნინუაა:
„17 წლის ვიყავი, როცა გავიპარე... მართალია, ეს ქორწინება არ გაგრძელდა, მაგრამ ღმერთმა შვილი გვაჩუქა. 19 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ შემეძინა. ბავშვი რომ გავაჩინე, თითქოს, მის გარდა, აღარავინ და აღარაფერი მინდოდა. ასე მგონია, ღმერთი შვილს კიდევ თუ მაჩუქებს, ალბათ უფრო სხვანაირად დავინახავ... დედური შეგრძნებები ახლა უფრო მიღვივდება“ - ამბობდა ის.
„ნიკუშა 21 წლის არის. ჩემთვის ცოტა რთულია მასზე საუბარი, მაგრამ სხვების ნათქვამს გავიმეორებ. პროექტშიც (პრაიმ ჰაუსი) ყველა გიჟდებოდა ნიკუშაზე და მაგიდაზე ვაკაკუნებდი, თვალი არ ეცეს-მეთქი. მე რაც ვერ შევძელი ცხოვრებაში, მან ყველაფერი შეძლო. ენები ისწავლა, სპორტითაა დაკავებული. კარგი ადამიანია, ზრდილობიანი. არც უფროსის პატივისცემა ეშლება და არც უმცროსის. არ აინტერესებს არც სასმელი, არც „წამალი“, ჯანსაღად ცხოვრობს და კარგად სწავლობს. სამსახური დამოუკიდებლად იშოვა და მუშაობს. ურთიერთობაში ოქროს შუალედი გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. შეიძლება რამე ჩემს მეგობარს არ ვუთხრა, მაგრამ ჩემს შვილს ვეუბნები. იმდენად ახლობელი ადამიანია ჩემთვის, ძმაკაცურად გამიგებს, მე ეს ვიცი. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი შვილი მაჩუქა. არ მეგულება ადამიანი, ვინც ნიკუშაზე ცუდს მეტყვის. ყველა აქებს: ეს რა ბიჭია, ეს რა შვილი გყავსო და წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა?! ნუ, ვიზუალიც კარგი აქვს, ტანიც. ოთახიდან რომ გამოდის, მე და მამაჩემი ვეხუმრებით ხოლმე, რა იყო, ამ ათლეტური ტანით ასე რომ გამოდიხარო. თან, კალათბურთელია და ბევრს ვარჯიშობს. ზოგჯერ ღამის 4 საათზე ადგება, დარბაზში უნდა ვივარჯიშოო და გული მისკდება ხოლმე – სახლში როდის მოხვალ-მეთქი.
გვერდით საოცარი მეგობარი გოგო ჰყავს, ვგიჟდები მასზე. ულამაზესი და უკარგესი ადამიანია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ინატროს ეგეთი ადამიანი. მე მინდა, რომ ჩემი სარძლო გახდეს.
ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. დედამთილი ცოტა ისე ჟღერს... ასეთი ვერ ვიქნები, მე ვიქნები მეგობარი. ყოველთვის მის მხარეს ვარ და ჩემს შვილს ვეჯაჯღანები. ქალი ვარ და რა თქმა უნდა, ქალის პოზიციას დავიცავ. ვერასდროს ვიქნები დედამთილი. შეიძლება, ნიკუშას მეგობარს ჩემი მხრიდან არ მოეწონოს რამე, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, არ ვაწყენინო. საერთოდ, არ მიყვარს სხვების ურთიერთობაში ჩარევა. მესამე პირი ყოველთვის ზედმეტია. რამე რომც არ მესიამოვნოს, ჩემში ჩავკლავ და ყოველთვის მათ ბედნიერებას შევუწყობ ხელს. მხოლოდ რჩევას მივცემ, დანარჩენი მათი პირადია და მათი გადასაწყვეტი. მე ჩემი შვილისგან იმხელა სიყვარულსა და ყურადღებას ვიღებ, დარწმუნებული ვარ, მასზე ეჭვიანობის მიზეზი არასდროს მექნება და საერთოდ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს” - ამბობდა ლენუკა ყიფშიძე.
ამჯერად ნიკუშას ოჯახის წევრები დაბადებიდ დღეს ულოცავენ.