პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მისი მეუღლე ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის შეხვდნენ.
კადრებს სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძე გვიზიარებს.
"ბაბუაჩემი რუსეთის იმპერატორის ექიმი იყო... დედაჩემი საბჭოთა კავშირში დაიბადა" - რატომ მიდის ორნელა მუტი მოსკოვში და როგორ ამართლებს ამ ნაბიჯს
ნოე სულაბერიძე პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
ორნელა მუტი
ორნელა მუტი იტალიელი მსახიობია. კინოკარიერის გარდა, ასევე მუშაობდა მოდელად ზრდასრულთა ჟურნალებისთვის და ტელეწამყვანად. დღეს კი საკუთარი საიუველირო ბრენდი აქვს.
ფრანჩესკა რომანა რიველი იტალიის დედაქალაქში 1955 წლის 9 მარტს დაიბადა. გოგონას ბიოგრაფია წარმატებულად ჩამოყალიბდა, შრომისმოყვარეობისა და რამდენიმე იღბლიანი დამთხვევის წყალობით. ორნელას მამა ჟურნალისტი იყო, ხოლო დედა, წარმოშობით ესტონელი, მოქანდაკე.
13 წლის ორნელამ ფულის შოვნის გზა იპოვა: სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა, მოიტყუა, რომ 18 წლის იყო და შიშველ პოზირებაზე დათანხმდა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჟურნალში გამოქვეყნებულმა ფოტომ მიიპყრო მისი სკოლის მასწავლებლის ყურადღება - ფოტოსესიების ამბავმა სკოლის დირექტორისა და დედის ყურამდეც მიაღწია.
დირექტორს მისი სკოლიდან გარიცხვა სურდა, დედამ კი სასტიკად დასაჯა. ეს ამბავი არ გახმაურებულა ოჯახის მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, მაგრამ ორნელა ამტკიცებდა, რომ ის საარსებო წყაროს გამომუშავებას ცდილობდა. 14 წლის ასაკში ორნელას და ფილმის სინჯებზე წავიდა და თან ორნელაც წაიყვანა. რეჟისორმა დომენიკო დომიანმა ორნელა აირჩია. სწორედ მან გამოუგონა გოგონას ფსევდონიმი, რომლის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო - ორნელა მუტი.
ნოე სულაბერიძე
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.