სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან". ცეკვა საკმაოდ გვიან 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე.
"1 წლის კაცმაცი და მელოტი მამამისი" - გიორგი ვარდოსანიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.
2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას იღებდა სალომე ჭაჭუას შეყვარებული გიგი გაჩეჩილაძე. სალომეს და გიგის ერთმანეთთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. მათ ერთმანეთი "თელაში" გაიცნეს. მაშინ სალომე 15 წლის იყო. მის მშობლებს არ მოსწონდათ გიგი გაჩეჩილაძე და სალომეს მასთან ურთიერთობას უშლიდნენ. რამდენიმე ხნით სალომე ცეკვიდანაც კი გამოიყვანეს. სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდნენ.
სალომეს და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ. მართალია, თავად უარყოფდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე სეზონის დამთავრებიდან ძალიან მალე გიორგი და სალომე შეყვარებულებს დაშორდნენ.
სალომე ჭაჭუა - გიგი გაჩეჩილაძეს, გიორგი ვარდოსანიძე კი მსახიობ თამთა შალამბერიძეს. გიორგი და სალომე დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ სიყვარულის ისტორიას, თუმცა მათ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ. მალე წყვილი დაქორწინდა, თუმცა ქორწინება ხანგრძლივი არ გამოდგა.
ყოფილი ცოლ-ქმარი პრესასა და ტელევიზიას თავს არიდებდა. უამრავ მიზეზს ამბობდნენ იმის გამო, რომ ინტერვიუ არ შემდგარიყო. თუმცა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში სალომეზე ისაუბრა:
„პირად ცხოვრებაში სიცარიელეა და ჩემთვის ვერთობი. მარტივადაა საქმე. ვტკბები თავისუფლებით... ობიექტები ყოველ დღე იცვლებიან, ვიღაც მომწონს, მერე მბეზრდება, ისევ მომეწონება და ისევ მბეზრდება. სერიოზული არაფერი ხდება“.
ჩვენ არც მტრები ვართ და არც გადაფსკვნილი მეგობრები. ერთმანეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს. მის გამო დღემდე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. ვიცი, რომ ისიც ანალოგიურად მოიქცევა. ვცდილობთ, რაღაც დონეზე ურთიერთობა შევინარჩუნოთ. როდესაც ადამიანთან რაღაც კარგი გაკავშირებდა, რაც უნდა მოხდეს მასზე ცუდს არ იტყვი. სისულელე იქნება ვთქვა, რომ მე და სალომე გადაბმული მეგობრები ვართ, მაგრამ ის ჩემთვის გულწრფელი მეგობარია. რამე რომ დასჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ. სალომეს ორ თვეში ერთხელ თუ შევეხმიანები და ვკითხავ როგორ არის, რამე ხომ არ სჭირდება და ეს მოკითხვა ძალიან გულწრფელია. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის"- ამბობდა გიორგი.