სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც ის დედაზე საუბრობს:
"დედისა და შვილის სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს. ყველას რაღაც უნდა ჩვენგან, დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ჩვენთვის უნდა. ჩვენ ვითხოვთ რაღაცას ყველასგან და მათ შორის, დედისგანაც. ამიტომ ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, აგრძნობინეთ რომ გიყვართ. დედაზე მნიშვნელოვანი არაფერი გაჩენილა" - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
"ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის გასაოცარი რომანის შესახებ საუბრობდა იმდროინდელი თბილისი, ოლღამაც იცოდა ამის შესახებ" - ნიკოლოზ წულუკიძის „ქართული თეატრის ამბავი"
"ამ ქალაქში იბადებოდა ხალხი, რომელიც დროს უსწრებდა, უმრავლოს ამ ქალაქსა და ქვეყანას ასეთი ადამიანები!" - ნიკოლოზ წულუკიძის საახალწლო მილოცვა და საინტერესო ისტორია
ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახი
თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...
სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი...
სესილიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო", - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.