ვინ არის ქართველი ფეხბურთელის, დავით ხოჭოლავას ულამაზესი მეუღლე - Marao

ვინ არის ქართველი ფეხბურთელის, დავით ხოჭოლავას ულამაზესი მეუღლე

2024-04-10 11:19:07+04:00

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მცველის, დავით ხოჭოლავას მეუღლე უკრაინელი იულია სიდორენკოა. წყვილმა 2020 წელს იქორწინა. იულია დავითის მეორე მეუღლეა. იგი "მის უკრაინა 2016"-ის კონკურსის ფინალისტია. სწორედ სიდორენკოს გამო მიატოვა ხოჭოლავამ მეუღლე, ყოფილი მოდელი ალინა, რომელზეც 2018 წლის მაისში იქორწინა.

ბუდუ ზივზივაძის, ნინი კვერნაძისა და უსაყვარლესი შაის ოჯახური კადრები გერმანიიდან 

"ულამაზესი წყვილი" - ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის რომანტიკული ფოტოები 

  • დავით ხოჭოლავას სიმამრი რუს აგრესორებთან ბრძოლას შეეწირა.

„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავას სიმამრი უკრაინის ომში თანამემამულეების დასაცავად დაიღუპა. მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია დავითისა და მისი ოჯახის ყველანაირი მხარდაჭერისთვის ძალიან რთულ პერიოდში. რა თქმა უნდა, დავით ხოჭოლავას მიეცა თავისუფალი დღეები, რომ ოჯახზე იზრუნოს და დავითს და მის ოჯახს მშვიდობას ვუსურვებთ. „კოპენჰაგენში“ ყველა გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დავითს და მის ოჯახს“, – იუწყებოდა „კოპენჰაგენის“ პრესსამსახური.

ქართველმა ფეხბურთელმა ​უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ომში სოლიდარობა გამოუცხადა: 

„ბოლო დღეებმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, ახლა ბომბებისგან თავს თავშესაფრებში იცავენ და ეშინიათ, რომ ხვალ დარჩებიან საკუთარი ქვეყნის გარეშე. ოჯახის მეორე ნაწილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად იცავს თავის მიწას, ჩვენს მიწას – უკრაინა, გამაგრდი, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!“.- წერდა ის.