დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა.
"დღეს ჩემი მელანო 14 წლის გახდა" - დათო ხუჯაძე უფროსი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს
"დღეს ჩემი ილა 2 წლის გახდა" - დათო ხუჯაძე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს
დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.
„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დიდი ხანი იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“, - იხსენებდა ეკა.
წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ.
ამჯერად ეკა დალაქიშვილი პატარა ილას უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს: