"იმედის" ეთერში მუსიკოსმა სალომე კორკოტაშვილმა საკუთარი ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ სხვადასხვა კითხვას უპასუხა. მათ შორის, ვინ არის მისი საყვარელი სპორტსმენი. სალიომ აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივარია:
“ამ მომენტში ფეხბურთის ნაკრების სერიოზული გულშემატკივარი ვარ. ქართველი ხალხის ასეთი სიხარული არ მახსოვს და არ მინახავს, ქუჩაში ყველა სიხარულის ცრემლებს აფრქვევდა.”
- რომელ მუსიკოსს უბრუნდება ყველაზე ხშირად სალიო:
„ჰენდრიქსი, მორისონი, ტომ იორკი... იორკი ძალიან მიყვარს და სულ ვუბრუნდები. მშობლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში, მაგარ მუსიკას უსმენენ, ჯაზს, ბლუზს. დისკები და SD ფლეიერები გვქონდა, აგროვებდნენ... ბავშვობიდან ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ძალიან მომწონდა, მოცარტის სონატებს როცა ვუკრავდი, მამშვიდებდა, მაწყნარებდა.”
ცნობილი მამა, ორი ქორწინება და უცხოელი მეუღლე - სალომე კორკოტაშვილი
"ჩემი მეუღლე ინგლისელია, მეორე ქორწინებაში ბედნიერი ვარ... 11 წლის შვილი მყავს... უფლება არ მაქვს, სუსტი დედა ვიყო..." - სალომე კორკოტაშვილი ოჯახზე და პიროვნულ თვისებებზე
- რას ფიქრობს მუსიკალური კონკურსების შესახებ სალიო:
„ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, სულ ბოლო ადგილზე გავდივარ. არ გამომდის ეს კონკურსები, არ არის ჩემი ეს დაძაბულობა. მუსიკა ძალიან მრავალმხრივია, შეგიძლია სულ შენი ვერსიები გქონდეს.”
- გარდამტეხი მომენტი სალიოს ცხოვრებაში:
„გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში „პაპარაცის“ პერიოდი იყო. დილიდან ვდგებოდი, გავდიოდი, ვმღეროდი. ბევრი ადამიანი გავიცანი, სკოლებში დავდიოდი. ნოსტალგიურად მახსენდება, ძალიან კარგად ვერთობოდით. მერე სალიოს პროექტიც ძალიან საინტერესო იყო. ახლა ახალი სიმღერები მაქვს, სხვადასხვა პროდიუსერთან ვთანამშრომლობ, ეს ამპლუა მეც მოვირგე და ძალიან საინტერესოა.”
- მუსიკოსი, რომელთან ერთადაც სალიო დღეს დადგებოდა სცენაზე:
„ახლა ყველაზე ძალიან ვისურვებდი სცენაზე გამოსვლას კენდრიკ ლამართან ერთად. ძალიან მიყვარს. როცა ცუდად ვარ, სულ ვუსმენ და მივყვები მის ტექსტებს. მასთან კოლაბორაცია ძალიან მაგარი იქნებოდა.”
- უცნობი ფაქტი სალიოს შესახებ:
„უცნობი ფაქტი ჩემ შესახებ ისაა, რომ როცა დავიწყეთ რემონტი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაგარი ხელოსანი ვარ. სალომე შპალერაშვილი… მართლა. ისე ვერთობი. თან, მუსიკა გვაქვს ჩართული მთელ ხმაზე და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ერთგვარი მედიტაცია ყოფილა, აგლეჯა, დალეწვა და ღებვა, ყველაფერი ერთად… ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგარი გამოცდილებაა და კარგია.“
„ჩემი შვილი ზუკა 14 წლისაა. ძალიან მაღალია, წვერი აქვს, დიდს ჰგავს. ქუჩაში გვეუბნებიან, რა საყვარელი და-ძმა ხართო, ხან ბავშვებს გვეძახიან. ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა…“