გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.
ამჯერად გიორგი კეკელიძე დაოჯახდა - ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.
"დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი მარიამ სოსელიაზე" - წერს გიორგი.
"შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე
"ზუსტად ერთი თვის წინ თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა... ახლა გაცილებით ძლიერი ვარ. წინ დიდი გზებია!" - რას წერს გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძის ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის, სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
2012 წელს კეკელიძე გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.
2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.