საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის, შესახებ დედა, მთვარისა რუხაძე "პრაიმშოუში" საუბრობს:
"ბავშვობაში, როცა ეზოში სათამაშოდ ჩავიდოდა, ყველა მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. მეზობელმა მირჩია, "დინამოზე" წამეყვანა. მწვრთნელი ეუბნებოდა, ვარსკვლავად ხარ დაბადებული და ვარსკვლავი იქნებიო.
ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და გიორგისთვის მისი ტრავმა, თუმცა გიორგიმ შეძლო ფსიქოლოგიურად ამის დაძლევა და დაბრუნება... ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ აუცილებლად!" - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძის დედა მთვარისა რუხაძე.
"დედები არიან გმირები, რომლებსაც მათი ყველაზე ძალიან სჯეროდათ..." - ქართველი ფეხბურთელების ემოციური სიტყვები დედების შესახებ
„გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!” - წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მწვრთნელმა პირველსავე დღეს მესი უწოდა
გიორგი ჩაკვეტაძის ბიოგრაფია
გიორგი ჩაკვეტაზე 1999 წლის 29 აგვისტოს დაიბადა მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია. გიორგიმ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. "ნორჩ დინამოს" მოჰყვა თბილისის "დინამოს" აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.
2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა გუნდის შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი“. განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ უკანასკნელისგან, რომლის პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად იყო ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებული. საბოლოოდ, გიორგის აგენტების, გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი.