ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარია:
"მივიღე მუსიკალური განათლება და მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც უნდა ვიყო. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ მე უფრო მეტად პრივილეგირებული ვარ, ვიდრე ვინმე სხვა და ასეც არის.
ეს მე მივიღე, როგორც უდიდესი ბედნიერება და ამისთვის მადლიერი ვარ. ბევრს შეიძლება მოუნდეს ჩემს ადგილზე ყოფნა. სწორად მინდა გაიგოს ხალხმა, მე ამ პრივილეგიას არ ვიყენებ ბოროტად. გამიმართლა იმ გარემოცვაში, რომელშიც ვტრიალებ.
ყოველი წამი გააზრებული მაქვს, როგორც დიდი საჩუქარი. არაფერი ტყუილად არ ხდება და რაც ხდება, ესე იგი, ასე უნდა მომხდარიყო. წაგებებმა და შეცდომებმა ძალიან გამზარდა, უნდა დაფიქრდე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, იწყებ ძიებას და ეს პროცესი გზრდის!”, – ამბობს ნატალია ქუთათელაძე.
ნატალია ქუთათელაძის რომანტიკული მოგზაურობა იტალიაში მეუღლესთან, აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად
ნატალია ქუთათელაძეს ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. იგი მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.
"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.
მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.