მოზარდ მაყურებელთა თეატრის აუდიტორია ამ ლამაზ მსახიობს კარგად იცნობს. მარიამ ჩუხრუკიძე ამ თეატრის არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. მათ შორისაა: "ზამთრის ზღაპარი", "ჩვენ გველის დიდება", "სამი მუშკეტერი" "ჯუჯა ცხვირი" და სხვა. მარიამს ძალიან ბევრი ადარებს იტალიელ მსახიობს - მონიკა ბელუჩის. ამ თემასთან დაკავშირებით იგი "პრაიმშოუს" ეთერში საუბრობს:
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა შეყვარებული გამოაჩინა - ვინ არის დევა კასელის რჩეული
ფოტოები: ზღაპრული მონიკა დემნა გვასალიას კაბაში - მსოფლიო ვარსკვლავმა Balenciaga-ს კაბა მოირგო
"იმედზე გადიოდა პროექტი "ახალი ხმა", სადაც მონაწილეობას ვიღებდი, პირველად სწორედ მაშინ მიმამსგავსეს მონიკა ბელუჩის. პირადად მე მსგავსებაზე არასდროს არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას განვიცდი, ასეთ ლამაზ ქალს რომ მამსგავსებენ. ძალიან მიყვარს კლასიკურად ჩაცმა, ამ დროს უფრო ვგავარ ხოლმე, პროფესიაც დაემთხვა: მსახიობები ვართ. არანაირად არ ვცდილობ, რომ მას მივბაძო, რადგან მონიკა ერთადერთი და განუმეორებელია" - ამბობს მარიამი.
მონიკა ბელუჩი
უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია - აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი - იტალიელი მხატვარი.