"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარი მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძეა.
"ვფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და ყველაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. 32 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ არ მითქვამს - სად ხარ. როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ! ამ ადამიანებს მიგზავნის, რომ მარტო არ ვიყო.
ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის რჩეული? - რას წერს იტალიური მედია ქართველი მოდელის შესახებ
ნინი გოგიჩაიშვილის ცეცხლოვანი ფოტოები და ცხოვრება დუბაიში
როდესაც შვილიშვილი გაჩნდა, თითქოს მრცხვენოდა გიორგის, რომ მას არ შეეძლო ამ ბედნიერების გაზიარება, ამ სიხარულში ის არ იყო. საშინელება იყო ამ დიაგნოზის გაგება, თითქოს დავიკარგე, სამყარო გაქვავდა. ყველაზე მძიმე იყო სახლში მარტო დაბრუნება. შემეცოდა გიორგი, ვერ გავიმეტე ამისთვის. შინაგანად ძალიან ცარიელი ვარ. ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს. მივდივარ ხოლმე და წერილს ვუტოვებ და არ არსებობს, ხანდახან ფუტკარი მოფრინდება ზამთარში, ხან ყვავილს მოიტანს ქარი. ეს ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
გიორგი საოცარი ადამიანი იყო, მასზე საუბრით არასდროს დავიღლები”, – ამბობს ნათია ბანძელაძე.
"გოგიჩა"
ნათია ბანძელაძე ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლეა. გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.