ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Dyson-მა ჩაატარა გლობალური კვლევა მსოფლიოს 11 ქვეყანაში. თურქეთი კვლევაში წელს პირველად ჩაერთო - როგორც აღმოჩნდა, თურქეთში მცხოვრები ყოველი ხუთი ადამიანიდან ორი ასუფთავებს სახლს კვირაში ხუთ-შვიდჯერ, ხოლო ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი აკეთებს ღრმა, ყოვლისმომცველ წმენდას თვეში ერთხელ მაინც.
კოვიდ პანდემიის შემდეგ სახლებში ჰიგიენის დაცვას დიდი ყურადღება ეთმობა. მაშინ როცა მონაწილეთა 46 პროცენტს მიაჩნია, რომ სახლებს უფრო ხშირად ასუფთავებს, ვიდრე პანდემიამდე, ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ თურქებს ეკუთვნის 66 პროცენტით.
ძვირიანი ხსნარების იაფიანი ალტერნატივა - როგორ გავაზავოთ ძმარი, რომ სახლში მტვერი გავაქროთ
ნივთები სახლში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას
კვლევის ზოგადი თვალსაზრისით, გამოდის, რომ თურქები უფრო მგრძნობიარენი არიან დასუფთავების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების მონაწილეები.
კვლევის თანახმად, ჩინეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ტანსაცმლის გაწმენდას სახლებში შესვლამდე. თურქების თითქმის 66 პროცენტმა განაცხადა, რომ სახლში შესვლისთანავე იცვლიან ტანსაცმელს.
თურქები მტვერს მათ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორად თვლიან, ამიტომ მათი აღმოფხვრით ყველასთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას ცდილობენ.