მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე ისაუბრა:
„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია, რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..
„ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ და ეს არანაირად არ შეიგნო მისმა პედაგოგმა, საერთოდ, არავინ... ამან მარიკოს მძიმე დაღი დაასვა“ - რას ჰყვება ლელა წურწუმია შვილის შესახებ
მოულოდნელი სიურპრიზი მშობლებისგან და უამრავი მილოცვა: კახა მამულაშვილისა და ლელა წურწუმიას ქალიშვილი იუბილარია
რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს, ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.
ბევრს ვკამათობთ, იმიტომ, რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. ნიჭიერი ადამიანია. მღერის. დედამისიც გადასარევად მღერის. შვიდსიმიან გიტარაზეც დადიოდა და უკრავდა. ყველა უცხოური სიმღერის ტექსტი იცის. ინგლისურენოვან სიმღერებს ვგულისხმობ, კარგად საუბრობს ინგლისურად, მე – მეგრულად.
სიმღერის ვერსიებზე ბევრს ვკამათობთ, რაღაცებში მომყვება, მაგრამ როდესაც თავისას აღწევს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და თქვა, რომ ეს მამულიკომ გააკეთა, ნახე, მამულიჩამ როგორ მოიფიქრა. ეს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ, რომ ბავშვივით უხარია.
ერთხელ საშინელ დღეში ჩავაგდე კონცერტზე, ხმის ოპერატორმა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. ცალი ყური მოვიხსენი, მერე საერთოდ არაფერი მესმოდა. ვუთხარი, გამისწორე-მეთქი და საერთოდ მომგლიჯა. ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია... დრაკონი ვიყავი. მამულიჩა გავიდა და დიდხანს არ შემოდიოდა ოთახში, შეიძლება მომკლასო“, – იხსენებს მომღერალი.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.