Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2 - Marao

Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2

2024-04-11 23:27:11+04:00

ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც მკითხველს ძველი და ახალი თაობის გაორჩეული გარეგნობის მსახიობების შესახებ ვუყვებოდით. სია 10 ცნობილ ადამიანს მოიცავდა, მათ შორის, ოთარ კობერიძეს, თენგიზ არჩვაძეს, ლევან უჩანეიშვილს, ზურა ყიფშიძეს, ლევან აბაშიძეს, თორნიკე გოგრიჭიანს, ირაკლი კვირიკაძეს, კახა კინწურაშვილს, დათუნა გოცირიძესა და თორნიკე ბზიავას.

  • Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი - ძველი და ახალი თაობა 

გთავაზობთ ამ ჩამონათვალის მეორე ნაწილს, სადაც კიდევ არაერთი მსახიობის შესახებ მოგიყვებით ვრცლად: 

რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი დაიბადა თბილისში, 1957 წლის 9 მარტს. ექიმების ოჯახში. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1978 წელს, რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მიიწვია რუსთავის თეატრში. მისი პირველი როლი იყო კოკა მხეიძე სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ამ სპექტაკლმა გასაოცარი წარმატება მოუტანა და მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა. 

მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. საქართველოში მან 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 1992 წელს მერაბ ნინიძე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. 1995 წლიდან კი, ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში.

გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძე დაიბადა 1961 წლის 3 მაისს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა "თეთრი ბაირაღები". 

ნიკა თავაძე

ნიკა თავაძე 1970 წლის 8 მაისს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1994–1997 წლებში მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი ნატო მურვანიძეა.  

მერაბ თავაძე

დაიბადა 1942 წლის 29 ივნისს. 1996 წლიდან „სამეფო უბნის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გადაღებულია ფილმებში: „თოჯინები იცინიან“ (რეზიკო, 1962), „ზღვის ბილიკი“ (დათო, 1962), „დრო იწურება განთიადისას“ და სხვა.

ზურა ცინცქილაძე  

დაიბადა 1952 წლის 6 ივლისს, ბათუმში. 1977-2003 წლებში მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი. 1987 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1991 წელს დააფუძნა კინოსტუდია „აჭარა“.

ზაზა კოლელიშვილი

დაიბადა 1957 წლის 11 იანვარს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. განსაკუთრებით ცნობილია  მის მიერ შესრულებული როლებით ფილმებში "ნატვრის ხე" და "კუკარაჩა". 

ოთარ მეღვინეთუხუცესი

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. და­უ­ვი­წყა­რია მისი შექ­მნი­ლი რო­ლე­ბი, თუმ­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლი კი­ნო­რო­ლია დათა თუ­თაშ­ხია, რო­მელ­მაც დიდი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

იმედა კახიანი

დაიბადა სოფელ ეწერში 1937 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 ვაჟთა სკოლა. 1956–1959 წლებში სწავლობდა და დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“.

გოჩა აბაშიძე

 "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ცისკარა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "გლახის ნაამბობი" - ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობმა დასამახსოვრებელი როლები შექმნა.