ნებაჰათ ჩეჰრეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თურქი მერილ სტრიპი, რადგან ის თავის ქვეყანაში დაფასებული და პატივსაცემი მსახიობია.
თიურქან შორაი - თურქეთის ლეგენდა და სიამაყე
"მინდა, ჩვენი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდეს" - თურქი მსახიობის, სერენაი სარიქაიას პირადი ცხოვრება და ყველა მამაკაცი
როდესაც პირველად ეკრანებზე სერიალი "დიდებული საუკუნე“ გამოჩნდა, სწორედ მაშინ გაარკვია ქართულმა საზოგადოებამ, რომ ქალს მამის მხრიდან ქართული ფესვები ჰქონდა. მსახიობი 1944 წელს აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში დაიბადა. მამის მხრიდან ქართველია, დედის მხრიდან კი ლაზი. ჩეჰრე 4 შვილიანი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილია. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად საცხოვრებლად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა.
დაწყებითი და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამხატვრო სკოლაში.
ნებაჰათ ჩეჰრემ „მის თურქეთის“ ტიტული 15 წლის ასაკში მიიღო და ფოტომოდელად დაიწყო მუშაობა. პირველი ნაბიჯი კინოში 1961 წელს გადადგა ფილმით "Yaban Gülüm". ახალგაზრდა გოგონას სილამაზით ინტერესდებოდნენ პროდიუსერები, სარეკლამო აგენტები. სთავაზობდნენ კონტრაქტებს სამოდელო ბიზნესში მონაწილეობისთვის. მსახიობობამდე იყო მოდელობა და ადრეულ ასაკში ესტრადაზეც კი სცადა ბედი.
ნებაჰათ ჩეჰრეს ქმრები
1967 წელს იქორწინა იილმაზ გიუნზე იქორწინა და კინოს ჩამოშორდა. მამაკაცი თურქეთში ცნობილი მსახიობი გახლდათ. ის ორჯერ იყო დაჯილდოებული "ოქროს ფორთოხლითა" და "ოქროს პალმის რტოთი".
მათი ქორწინება მალე დასრულდა, ორმა ძლიერმა ადამიანმა ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლო. წყვილი 1968 წელს დაშორდა.
ამბობდნენ, რომ ნებაჰათი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახის ახლობელი მათი ერთ-ერთი შეკამათების დეტალებს იხსენებდა:
"ძალიან ცოტამ იცის ეს. ილმაზი, ნებაჰატი და მე ღამის კლუბში ვიყავით, ძალიან იჩხუბეს და ნებაჰათმა სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტა, ილმაზი მანქანით დაედევნა, გაბრაზებული იყო... და ნებაჰათს მანქანით დაეჯახა... 4 დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა".
XX საუკუნის 70-იან წლებში ქალი სტამბოლის საკალათბურთო კლუბ "გალათასარაის" სპორტსმენ იავუზ დემირთან შენიშნეს, თუმცა ჩეჰრემ მამაკაცი რამდენიმე წელიწადში მიატოვა, მიზეზი კი როლები იყო. მაშინ ნებაჰათმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისთვის პირადი თავისუფლება და საყვარელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო.