მაია ასათიანი მაყურებელს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერიდან არაერთი წლის განმავლობაში ესალმებოდა. მისი საფირმო დამშვიდობება კი ჟურნალისტის ერთგვარი ნიშა გახდა. საავტორო გადაცემის ფარგლებში, მაიამ არაერთი წარმატებული და რეიტინგული სეზონი ჩაატარა, დღეს კი კულისებში გადაინაცვლა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.
ამჯერად მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტოს ავრცელებს.
„რომ წარმოვიდგენ, ახლა 26 წლის იქნებოდი, გული მიჩერდება..“, – წერს მაია.
"თუ წონაში ვერ იკლებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას... 8 კილოგრამი თვე-ნახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა“ - მაია ასათიანის წონაში კლების საიდუმლო
"ჩემი გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი დაა" - ვინ არიან მაია ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი უმშვენიერესი დები
მაია ასათიანის ცხოვრება
მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.
მაია ასათიანის პირადი ცხოვრება
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
მაია ასათიანის შვილი
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:
"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები".