სოციალურ ქსელში ბოლო დროს, ალბათ, ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხვედრია გატეხილი ქართულით მოსაუბრე, მშვენიერი, ენერგიული და მუდამ მხიარული გოგონას ვიდეო, სახელით "მარიამ ლამაზი".
"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან..." - სწორედ ასე იწყებს ის თავის ყოველდღიურ ვლოგებს "ტიკ-ტოკზე", სადაც ამერიკულ ცხოვრებას, მაიამისა და საკუთარ ოჯახს მაყურებელს აცნობს. მარიამი ამბობს, რომ 20 წლის იყო, როცა პირველად ამერიკაში წავიდა, ჯერ ბოსტონში ცხოვრობდა, შემდეგ - მაიამიში, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე ნელსონ ალტიდორი, რომელიც ჰაიტიდანაა. წყვილს ახლა ორი შვილი, ლუკა და ლეილა ჰყავს, რომლებიც აქტიურად ჩანან ვიდეოებში დედასთან ერთად.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@mariamlamazi/video/7308930551157771550" data-video-id="7308930551157771550" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@mariamlamazi" href="https://www.tiktok.com/@mariamlamazi?refer=embed">@mariamlamazi</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ Calm (Lofi) - Faneo sound" href="https://www.tiktok.com/music/Calm-Lofi-7219986800276686849?refer=embed">♬ Calm (Lofi) - Faneo sound</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>
"წარმოშობით ნახევრად რუსი ვარ და დაბადებიდან მალევე, 2 წლის ასაკში, გადავედით რუსეთში საცხოვრებლად. ჩემი თავდაპირველი გვარი იყო კოზინა, მაგრამ ბავშვობიდან პროტესტის გრძნობა მაწუხებდა, რადგან მე ასევე ნახევრად ქართველი ვარ და უზომოდ მიყვარდა დედულეთი. თავს ქართველადაც მოვიხსენიებდი და მაწუხებდა რუსული გვარი, მაგრამ ამავდროულად, დედის გვარზე გადმოსვლა გამიჭირდებოდა. დედაჩემის გვარი გოჩელეიშვილია, არც ისე მარტივად გამოსათქმელი იყო რუსებისთვის. დაახლოებით თხუთმეტი წლის ასაკამდე მაწუხებდა ეს თემა, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში “მარიამ ლამაზი” დამეწერა. გათხოვების შემდეგ გადავწყვიტე, ქმრის გვარზე გადავსულიყავი და ჩემი ახლანდელი გვარი ალტიდორია.
20 წლის ასაკში ამერიკაში გადასვლა მომიწია. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვაპირებდი და დიდად სურვილიც არ მქონდა, ეს იყო მამის სურვილი. ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა მე და ჩემს ძმას.
დაახლოებით 4 წელი ვცხოვრობდი ბოსტონში, შემდეგ გადავედით მაიამიში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე არის ამერიკელი, ჰაიტელი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, როდესაც მამამისმა ჩამოიყვანა მაიამიში და მას მერე აქ ცხოვრობს", - ამბობს მარიამი.
"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე, რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრებს ძალიან იშვიათად მხვდებოდნენ, ხოლო, როცა ამერიკაში გადავედი, დავრეგისტრირდი ერთ-ერთ აპლიკაციაზე, საიდანაც შემეძლო პირდაპირ ეთერში გასვლა და საუბარი უცხო ადამიანებთან, ერთ მშვენიერ დღეს, ლაივში შემოვიდა ჩემი მეუღლე, რომლის სურათი ვნახე და სიგიჟემდე მომეწონა. ერთი სასაცილო მომენტიც მახსენდება: როდესაც ჩვენი მიმოწერა დაიწყო, მახსოვს, ჩემს დაქალს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი ჩემი საქმრო არის-მეთქი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი ორი შვილის მამა გახდებოდა, მაგრამ ბედი ასეთია. დიდხანს ვწერდით ერთმანეთს, ორ კვირაში პაემანზეც დამპატიჟა. დეტალებში მახსოვს ის საღამო, რა ეცვა, რომელი სუნამოს სუნი ასდიოდა, როგორ მომესალმა, ჩამეხუტა… ნამდვილად, ერთი ნახვით სიყვარული იყო" - აღნიშნავს მარიამი ინტერვიუში.