გამორჩეული სტილი - ნინო ნადირაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს - Marao

300 წყვილზე მეტი ფეხსაცმელი და უზარმაზარი გარდერობი სახლის მესამე სართულზე - ნინო ნადირაძის გამორჩეული სტილი

2024-04-13 23:20:58+04:00

ნინო ნადირაძე უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. 

"ხშირად გვაქვს კამათი, თუმცა გუგა იმიტომ არის 30 წელი ჩემი მეუღლე, რომ ის მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე „გადამეკეთებინა“, რადგან მე ის მისი უჟმური ხასიათით მომწონს. მას მე ჩემი ხასიათებით მოვწონვარ.

რომანტიკული ცეკვა მეუღლესთან, წვეულება წითელ ფერებში და ცნობილი სტუმრები - ნინო ნადირაძე 51 წლის გახდა 

"მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოსწონდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ..." - ნინო ნადირაძე 

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი 

ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობდა ნინო ნადირაძე ქმართან ურთიერთობის შესახებ. 

წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს. 

ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…

ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ - ამბობდა ნინო.

ნინო ნადირაძის გარდერობი 

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი-ბურ­ჯი, ქალი-დედა და ქალი-ექი­მი ვარ, ვერ და­მა­ჯე­რებს ვე­რა­ვინ, რომ რო­მე­ლი­მე ქალს არ უყ­ვარს მა­ღა­ზი­ებ­ში წო­წი­ა­ლი. ფული მო­მე­ცი და ყველ­გან მოვ­ნა­ხავ კარგ რა­ღა­ცას. მთა­ვა­რია, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე და 30-ლა­რი­ა­ნის ყიდ­ვი­სა და ჩაც­მის პრობ­ლე­მაც არ მაქვს" - ამბობდა წლების წინ ნინო ნადირაძე. მას რომ განსაკუთრებით უყვარს გმოვნებით ჩაცმა და არც სხვადასხვა ცნობილ ბრენდზე ამბობს უარს, ამაზე თავადაც არაერთხეულ უსაუბრია და მისი ფოტოებიდანაც მარტივად იკითხება. 

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული, მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარი და ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახია. 

ნინო ნადირაძის გარდერობში უამრავ ბრენდულ სამოსსა თუ აქსესუარს შეხვდებით. Chanel. Dior, Hermès - ნინოს საყვარელი ბრენდებია. მას განსაკუთრებით უყვარს ფერადი ტარსაცმელი და ფეხსაცმელი, არ ერიდება ექპერიმენტებს და ყოველთვის გემოვნებით იცვამს. გთავაზობთ ნინო ნადირაძის რამდენიმე გამორჩეულ "ლუქს":