ლეილა ყიფიანი
საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.
Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი - ძველი და ახალი თაობა
Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2
ლეილა აბაშიძე
ლეილა აბაშიძეს ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა. მამა, რომელიც რუსეთში თანამდებობის პირი იყო და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ციმბირში გადაასახლეს. ცოლ-შვილი გაჰყვა მის კვალს... სულ პატარა ლეილამ, დედის ალერსსა და მამის სითბოსთან ერთად, ცივი და მოქუფრული ბანაკის რაობაც შეიცნო.
ლია ელიავა
"დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა;
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომელსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა."
ეს ლექსი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იმ ქალს მიუძღვნა, რომლის სახელიც ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია.
ლიკა ქავჟარაძე
როდესაც ქართველი ქალის განსაკუთრებულ სილამაზეზე ლაპარაკობენ, უპირველესად იხსენებენ ლიკა ქავჟარაძეს... ცხოვრება თავისი რიტმით მიდის, არაფერს გვითანხმებს... მარადიულ მარიტად ქცეული ლიკა უკვე წლებია აღარ ამშვენებს დედამიწას.
მედეა ჯაფარიძე
მედეა ჯაფარიძის არსებობა რომანტიკული ცხოვრების თვალისმომჭრელი სანახაობა იყო. იგი არ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს, ის თითქოს რაღაც ღვთიური არსება იყო, რომელიც მხოლოდ ქართველ ერს ეკუთვნოდა. მის ირგვლივ თანაცხოვრობდა დიდი ოჯახური და პიროვნული ტრაგედია.
დოდო ჭიჭინაძე
როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპურ სახეებს აგროვებდა), მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს:
- ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა!
- ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია!
- აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო.
ნინო კასრაძე
ქართულ თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში, ნინო კასრაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. გამორჩეული გარეგნობა, ხელოვნების სიყვარული და უსაზღვრო ნიჭიერება მის როლს თეატრის ისტორიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
კირა ანდრონიკაშვილი
კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა.
ია ფარულავა
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ნატო ვაჩნაძე
"...ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. ტიციან ტაბიძე წერდა: “მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით..."