ბრედ პიტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი მთელ მსოფლიოში, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი მსახიობების შესახებაც შეიძლება არსებობდეს რამდენიმე უცნობი ფაქტი: დღევანდელ სტატიაში 10 საინტერესო ფაქტს მოგიყვებით:
- მისი სრული სახელია უილიამ ბრედლი პიტი.
- ჰყავს ორი უმცროსი და-ძმა; დუგლასი და ჯული.
- ბრედს აქვს ირლანდიური, შოტლანდიური და გერმანული ფესვები.
- ის მისურის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა.
- მისი პირველი როლი იყო ფილმში მთვარის ბნელი მხარე , 1988 წელს.
- ის დანიშნული იყო გვინეტ პელტროუზე, რომელიც გაიცნო Se7en-ის გადასაღებ მოედანზე .
- მას 30 მილიონი დოლარი გადაუხადეს Ocean's Eleven- ში შესრულებული როლისთვის .
- მსახიობი ფიქრობს, რომ "ბრმა სახის სინდრომი" იგივე პროსოპაგნოზია სჭირს. პროსოპაგნოზია ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც სახეების ამოცნობის უნარის დაქვეითებას იწვევს.
- კოლეჯში მისი მეტსახელი იყო “პიტტ-ბული”
- მისი შორეული წინაპარი იყო ინდიელი - აპაჩის ტომიდან. ეს დეტალი კვენტინ ტარანტინომ გამოიყენა თავის ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმში პიტის პერსონაჟის სახლი და გვარია ალდო “აპაჩი” რეინი.
რატომ გადაწყვიტა შაილო ჯოლი-პიტმა მამასთან საცხოვრებლად გადასვლა - "ანჯელინა უკმაყოფილოა"
საინტერესო ისტორია CHANEL-ის რეკლამის შესახებ, სადაც პენელოპე კრუზი და ბრედ პიტი გამოჩნდნენ
ბრედ პიტის პირადი ცხოვორება
პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორე ხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა“, სადაც იგი თამაშობდა დამნაშავეს, რომელიც დამეგობრდება თელმასთან (ჯინა დეივისი). მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, განიხილება როგორც „სიმბოლური“, რომელიც ხშირად მოწმობს და საზღვრავს პიტს როგორც „სექს სიმბოლოს“.
პიტი „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს შეხვდა 1998 წელს და მათი ქორწილი შედგა მალიბუში, 2000 წლის 29 ივლის. მათი ცერემონია დახურული იყო, ჟურნალებში მათი ქორწილის ამსხაველი მხოლოდ ერთი სურათი დაიბეჭდა.
ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა.
2005 წლის აპრილს, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა იმ ჭორს, რომელიც არსებობდა ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის.