ლიზა ყენიას დიდი სიურპრიზი ოჯახს და ფოტოები დედასა და ძმასთან ერთად - Marao

ლიზა ყენიას დიდი სიურპრიზი ოჯახს და ფოტოები დედასა და ძმასთან ერთად

2024-04-14 14:01:31+04:00

ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს და საკუთარ ყოველდღიურობას მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ის სამშობლოში მოულოდნელად დაბრუნდა და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სიურპრიზი მოუწყო. ლიზამ დედასთან და ძმასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გააზიარა: 

ლიზა ყენიას ცხოვრება 

ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცეტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის ტავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმრერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის. 

  • "დაუვიწყარი ღამე" - ლიზა ყენიას გამოსვლა Red Pavilion Brooklyn და ქართველი ვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება 
  • "ეს გოგო ჯადოქარია!" - ლიზა ყენიას აბსოლუტურად შეცვლილი იმიჯი და ახალი მუსიკალური კლიპი, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა 

ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავსუფალებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.