შეფ ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე პირველ შვილს ელოდებიან - Marao

შეფ ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე პირველ შვილს ელოდებიან

2024-04-14 14:14:48+04:00

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია, ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.

სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 

  • "ერთმა ტაბლოიდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია: „ვისთან უღალატა ლუკა ნაჭყებიამ თავის ცოლს...მომიწია ჩამოვლა და ყველასთან განმარტება, რომ ოთხი წელი იყო გასული დაშორებიდან“ - შეფი ლუკა ნაჭყებია ოჯახის შესახებ საუბრობს 
  • "ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - კადრები ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ქორწილიდან 

ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე 

წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.

ახლა კი ანუკა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის პირველ შვილს ელოდება.