"ოცნების გოგო 1 წლის" - გიორგი გაბუნია და ნინი ფუტკარაძე შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ - Marao

"ოცნების გოგო 1 წლის" - გიორგი გაბუნია და ნინი ფუტკარაძე შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ

2024-04-15 14:54:34+04:00

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ცოტა ხნის წინ მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. „ქ. ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, დაიბადა ქალბატონი კირა გაბუნია. დედას და მამას საყვარელი გოგო.“ – წერდა გიორგი. მაშინ მან სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვა მიიღო. ახლა კი ნინი და გიორგი კირას პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ. "ერთი წლის გავხდი და აწი მოწიწებით მესაუბრეთ... გილოცავ, მა... გილოცავ, ნინი", - წერს გიორგი გაბუნია.