ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა - გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში. ამჯერად ნატო ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს:
"მასაზრდოებ შენი სიყვარულით და შენი კაცობით... მადლობა, რომ ხარ და რომ ჩემი შვილი გქვია" - ლუკა ჭოხონელიძე იუბილარია
"არ ვნანობ ჩემს არჩევანს, იმიტომ, რომ ჩემს შვილებს ასეთი მაგარი დედა ჰყავთ..." - დათუნა სირბილაძე პირველ მეუღლესთან დაშორებისა და შვილების შესახებ
ნატო გელაშვილი ბებიის ამპლუაში, ურთიერთობა რძალთან და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები
"მასაზრდოებ შენი სიყვარულით და შენი კაცობით... მადლობა, რომ ხარ და რომ ჩემი შვილი გქვია" - ლუკა ჭოხონელიძე იუბილარია
ნატო გელაშვილის ბიოგრაფია
ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.