ლიანა ასათიანი
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1942–1943 წლებში მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“ შეასრულა პირველი როლი (დედოფალი თეკლე). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954).
Top 10 ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ქალი: ნაწილი I
Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2
თამარ ციციშვილი
მსახიობის პირველი დიდი ნამუშევარი იყო რეჟისორ სიკო დილიძის ფილმში „დარიკო“, რომელმაც სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი და დიდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა კინოვარსკვლავს.
დინარა ჟორჟოლიანი
სოფიკო ჭიაურელი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იხსენებდა, თუ როგორ სურდა მიხეილ ჭიაურელს სოფიკოს გადაღება ფილმში "ოთარაანთ ქვრივი", თავადის ასულის კესოს როლში. მოგვიანებით დიდმა რეჟისორმა გადაწყვეტილება შეცვალა ( სავარაუდოდ, სოფიკოს ფეხმძიმობის გამო) და კესოს როლზე არაპროფესიონალი მსახიობი დინარა ჟორჟოლიანი (ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ქალიშვილი) აიყვანა... ასე შემოვიდა ქართულ კინოში კიდევ ერთი ნამდვილი, ქართული სილამაზე, რომელიც დღემდე ხიბლავს მაყურებელს.
ხათუნა კოტრიკაძე
პირველი გამოჩენისთანავე მზესავით გამოანათა - ჟღალი თმით, ბავშვურად გაბუტული ტუჩებით, ეშმაკური გამოხედვით და ჭორფლიანი, ლამაზი სახით. სულ სამ ფილმში გადაიღეს. პირველი სოსო ჩხაიძის "მეთხუთმეტე ზაფხული" გახლდათ.
თათული დოლიძე
თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.
მეგი წულუკიძე
1954 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართული ბალეტის ოსტატები“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები.
რუსუდან კიკნაძე
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...
ბელა მირიანაშვილი
ქართული კინოს მშვენება ბელა მირიანაშვილი 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. ბელას წინაპრები (მამის მხრიდან) ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდნენ. მამამისის მშობლები – ლევან მირიანაშვილი და მარო მდივანი – ლადო მესხიშვილის დასის წევრები ყოფილან და ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა კიდეც ბელას პროფესიის არჩევაზე.
მარინე თბილელი
„ქართული თეატრის ნამდვილი ბრილიანტი“, როგორც მას უწოდებდნენ, 1920 წელს თელავში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ „თბილელი“ ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. მარინეს დედა ორჯერ იყო გათხოვილი: მისი პირველი ქმარი პოლონელი, გვარად დამბროვსკი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი ესპანური გრიპით დაიღუპა. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული სომეხი ექიმი ჩავიდა და მარინეს დედა ცოლად შეირთო. ცოტა ხანში ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადავ ექიმი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამ დროს მარინე 6-7 წლის იყო. მსახიობი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
მედეა ჩახავა
მედეა ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.