ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან, დემეტრესთან ერთად, ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა. მოდელი დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:
"დემე მიჩვეულია კამერას. ბავშვობიდან დამყავდა გადაღებებზე და არანაირი კომპლექსი არ ჰქონია, ამ ბოლო დროს კი ხშირად აინტერესებს, თუ რამდენს გვიხდიან. ბავშვები აფასებენ შრომას და სამუშაოსთვის ფულად ანაზღაურებას ითხოვენ - ეს ძალიან მომწონს. მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე.
ვიდეო: "მოეშვი და ისიამოვნე" - ალექსანდრა პიაჭაძე და დავით კოდუა პარაშუტით გადახტომის ვიდეოს აქვეყნებენ
"33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! " - როგორ აღნიშნა ალექსანდრა პაიჭაძემ 33 წლის იუბილე
ალექსანდრა პაიჭაძის ბიოგრაფია
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.
ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა
ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთოერთობა დიდი ხნის მანძილზე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა. თავდაპირველად, ალექსანდრა აქტიურად საუბრობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა საყვარელი მამაკაცის ვინაობას არ ამხელდა. მოგვიანებით კი, როცა ცნობილი გახდა მისი და კოდუას რომანის შესახებ, იწერებოდა, რომ კოდუა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა მეუღლესთან, ნათია გედევანიშვილთან.
გასულ წელს კოდუამ ნათია გედევანიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც მისი დედის კომენტარიც მოჰყვა: "ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება", - ამბობდა კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა.
ამის შემდეგ მედია წერდა, რომ ალექსანდრასა და კოდუას ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მათ გასულ დეკემბერს დუბაიში ერთად იმოგზაურეს.