რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის პროფესიით მსახიობია და წლების მანძილზე თამაშობდა რუსთაველის თეატრში, ახლა კი უფრო ტელეეკრანზე ჩანს და წარმატებული ინფლუენსერიცაა. ის არაერთ დიდ თუ პატარა კომპანიასთან თანამშრომლობს და გამომწერებს ხშირად აძლევს სასარგებლო რჩევებს.
ცოტა ხნის წინ რუსკამ საჯაროდ ისაურა იმის შესახებ, რომ ის ხშირად იღებს "შენიშვნებს" გარეგნობის, კონკრეტულად კი, სიგამხდრის გამო.
"საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ.. კრიტიკა კარგია, მაგრამ ზედმეტიც არა. საშინელი გარეგნობის კომპლექსი მქონდა, ვერ ვიტანდი ჩემს თავს, არ მინდოდა გარეთ გამოსვლა და არც სარკეში ყურება არ მიყვარდა. ამის გამო ძალიან ვიტანჯებოდი. 21 წლის ასაკში ვუთხარი ჩემს თავს - "რუსკა, დაწყნარდი და შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ". არ არის ადვილი პროცესი, დიდი დრო გჭირდება თავდაჯერებულობისთვის..." - ამბობდა რუსკა.
რუსკა მაყაშვილი შეცვლილი გარეგნობით: "დღეს პანიკაა ჩემს ცხვირზე, როგორც იქნა, მოგწონთ?"
"სტუმრად დედის სპექტაკლზე" - რუსკა მაყაშვილი ძმასთან, ელიზბართან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო.11-12 წლის ვიყავი გადავწყვიტე გვარი გამომეცვალა და დედის გვარზე გადავსულიყავი. ამის უფლება არ გვქონდა მამის თანხმობა იყო საჭირო. მამა დათანხმდა და ხელი მოაწერა საბუთს, აი, მაშინ პირველად გამისკდა გული.ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს, ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ" - ამბობდა რუსკა ერთ-ერთ ინტერვიუში.