"ასეთი უნდა იყოს მამა" - გიორგი მახარაძის ფოტოები ქალიშვილთან, უსაყვარლეს ნიკასთან ერთად - Marao

"ასეთი უნდა იყოს მამა" - გიორგი მახარაძის ფოტოები ქალიშვილთან, უსაყვარლეს ნიკასთან ერთად

2024-04-17 12:51:55+04:00

გიორგი მახარაძე უკვე არაერთი წელია, რაც ქართველებისთვის საყვარელი სახეა. მან განსაკუთრებული პოპულარობა სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" მოიპოვა, სადაც მაქსიმეს როლს ასრულებდა. გიორგი სხვადასხვა სერიალში, ფილმსა და სპექტაკლშია დაკავებული და ასევე სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა.  

გიორგი მახარაძე 

გიორგი მახარაძემ წლების წინ მომღერალ და მსახიობ მარიამ როინიშვილზე იქორწინა. მაშინ მარიამი 20 წლის იყო, 22 წლის ასაკში კი ის და გიორგი დაშორდნენ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს - ამ ამბავს არაერთი ჭორი მოჰყვა. იმასაც ამბობდნენ, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა.

  • "ძლიერი ქალი გავხდი,  რკინასავით ვარ... ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია" - წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება 
  • "დები სიყვარულები - ნიკა და ელენე" - მსახიობი გიორგი მახარაძე შვილების ფოტოს აზიარებს 

"ჩვენ შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვის" - ამბობდა გიორგი მახარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მარიამ როინიშვილს ოჯახი აღარ შეუქმნია, ის ქალიშვილს, ელენე მახარაძეს, ზრდის და აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში. ელენე დროს დედასთან და მამასთან თანაბრად ატარებს. მას მშობლებისგან მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი გამოჰყვა და თავადაც მოასწრო არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სერიალში თამაში.  

გიორგიმ მეორე ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა, მან ასევე მსახიობ, მარიამ ნადირაძეზე იქორწინა. მარიამსა და გიორგის ერთი ქალიშვილი, ნიკა ჰყავთ. ამჯერად გიორგი სწორედ პატარა ნიკასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. გიორგის მეგობრები და გამომწერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათ განსაკუთრებული მამაშვილობა აქვთ, გიორგი აქტიურადაა ჩართული ნიკას აღზრდაში და მათი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.