დემნა გვასალიას ერთადერთი პოსტი "ინსტაგრამზე" - დიზაინერი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ - Marao

დემნა გვასალიას ერთადერთი პოსტი "ინსტაგრამზე" - დიზაინერი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ

2024-04-17 15:12:31+04:00

დემნა გვასალია სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. აღსანიშავია, რომ დიზაინერს აქამდე საკუთარ "ინსტაგრამზე" პოსტი არ ჰქონდა გამოქეყნებული, ახლა კი საქართველოს დროშის ფოტო გამოაქვეყნა, აღწერაში კი საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის დროშაც დაურთო. 

დემნა გვასალიას ბიოგრაფია 

დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში "მარჯიელაში" დაიწყო.

  • დემნა გვასალიას დედა: "სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს" - ელა გვასალიას პირველი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და მის ცხოვრებაზე 
  • „დემნას ეს უთბილესი წერილი იყო პარიზიც, "ბალენსიაგას" ჩვენებაც, ლელასთვის გამოგზავნილი საჩუქრებიც“ - რა წერია წერილში, რომელიც დემნა გვასალიამ ლელა წურწუმიას გამოუგზავნა 

დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.