"ვიგ­რძე­ნი სა­ში­ნე­ლი გაწ­ბი­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტყუ­ი­ლი, და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა" - კულტურის სფეროს წარმომადგენლების რეაქცია - Marao

"ვიგ­რძე­ნი სა­ში­ნე­ლი გაწ­ბი­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტყუ­ი­ლი, და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა" - კულტურის სფეროს წარმომადგენლების რეაქცია

2024-04-17 17:13:57+04:00

მე­სა­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ უკან გაწ­ვე­უ­ლი ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­რეთ საპ­რო­ტეს­ტოდ გა­მო­სუ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. გთა­ვა­ზობთ კულ­ტუ­რის სფე­როს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს:

თეა დარ­ჩია, მო­ცეკ­ვა­ვე:

"უკან გაწ­ვე­უ­ლი კა­ნო­ნის ხელ­მე­ო­რედ შე­მობ­რუ­ნე­ბით ვიგ­რძე­ნი სა­ში­ნე­ლი გაწ­ბი­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტყუ­ი­ლი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა. ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა მო­დუ­ნე­ბის, რად­გან არა­ვინ იცის, ერთხელ მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­ტყდეს და რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ტყუ­ონ. 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი ხალ­ხის სის­ხლი, უბ­რა­ლოდ, არაფ­რად ჩა­აგ­დონ და 35-წლი­ა­ნი ბრძო­ლის მერე იმ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი ჩა­ლის ფა­სად გვიქ­ცი­ონ - ეს უპა­ტი­ე­ბე­ლია! სა­თა­უ­რის გა­მოც­ვლით აზრი არ იც­ვლე­ბა. ახლა გა­ჩუ­მე­ბა ნიშ­ნავს: გზა გა­ვუხ­სნათ ტყუ­ილს, ტე­რორს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დას­ჯას, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ზი­ზღს და დას­მე­ნას. მოკ­ლედ, მო­დერ­ნის­ტულ, უფრო სა­შიშ, უი­დეო, უაზ­რო სსრკ-ში დაბ­რუ­ნე­ბას".

  • ცნობილი სახეების პოზიცია - ნინო გაჩეჩილაძე, თაკო ნაცვლიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ნატალია ყიფშიძე და სხვები  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ 
  • დემნა გვასალიას ერთადერთი პოსტი "ინსტაგრამზე" - დიზაინერი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ 

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის აქ დგო­მა. წლე­ბი გა­ვა­ტა­რეT ამ ად­გი­ლას მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა. ახლა ჩვენ, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დეთ ახალ­გაზ­რდებს, მო­ხუ­ცებს, ქა­ლებ­სა თუ ბავ­შვებს. მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღეს ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში უნ­დათ და­ი­წყონ დიდი რუ­სუ­ლი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ მი­ზანს ჩა­მო­ა­ცი­ლონ, ამას ვერ და არ და­ვუშ­ვებთ. და ვიდ­გე­ბით იქამ­დე, სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა!

ნანა ჯორ­ჯა­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა­ტომ უნდა მი­ვი­ღოთ ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას და­ა­კარ­გვი­ნებს?! კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ისევ უკან ჩაგ­ვძი­რავს იმ ჭა­ობ­ში, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკან მო­ვი­ტო­ვეთ. ჩვენ ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა ვერ და არ გა­მო­ვა”.

წაიკითხეთ სრულად