17 აპრილი ვიქტორია ბექჰემის დაბადების დღეა. დიზაინერი 50 წლის გახდა. ვიქტორიამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო და იუბილე ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა:
"მალე 50-ე წელში შევაბიჯებ... ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე" - წერს ვიქტორია.
„აშკარად ფოტოშოპია“ - ვიქტორია ბექჰემის სააღდგომო ფოტოებმა კრიტიკა დაიმსახურა
გაოგნებული ფოტოგრაფები მშობლებს ეკითხებოდნენ, რა ეროვნების იყო გოგონა... მან მსოფლიო პოდიუმი სამი წლის ასაკში დაიპყრო - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებენ
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
Netflix-ზე მისი მეუღლის, დევიდ ბექჰემის, შესახებ დოკუმენტური სერიალის წარმატების შემდეგ მედია უფრო ინტენსიურად განიხილავს მის პირად ცხოვრებას.
სტრიმინგ პლატფორმაზე გამოშვებულმა ოთხნაწილიანმა სერიამ მაყურებელს წყვილის ცხოვრებაზე ექსკლუზიური წვდომა მისცა. ფილმი ასევე ასახავს დევიდის სპორტულ მოგზაურობას "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდიდან ამერიკამდე.
სერიალში ისაუბრეს ფეხბურთელსა და მის მაშინდელ პირად მდივანს, რებეკა ლუსს შორის სავარაუდო რომანის შესახებაც. რამაც რებეკას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, არასდროს მიეცა შესაძლებლობა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით. მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ, რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე".
პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.
„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."