სტატიაში იმ ახალგაზრდა და წარმატებული ქალების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც კარიერული წინსვლა უცხოეთში შეძლეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და ხშირ შემთხვევაში, კარიერას ოჯახურ ცხოვრებასაც წარმატებით უთავსებენ.
TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები
ცნობილი დები ქართულ შოუბიზნესში - გოგონები განსაკუთრებული გარეგნობითა და წარმატებული კარიერით
ლიზა ბათიაშვილი
ლიზა ქართველი მევიოლინეა. დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. ოჯახი 1991 წელს გერმანიში გადასახლდა.
BBC-ის მუსიკალურმა ჟურნალმა ლიზას გამოსვლა შოტლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წლის საუკეთესო დებიუტად დაასახელა, უფრო მეტიც „Sony Classical“-ის გამოცემული ალბომი „Beethoven Violin Concerto & Tsintsadze 6 Miniatures“ 2008 წელს ოქტომბრის თვის ფავორიტად იქცა. „ბათიაშვილის ბეთჰოვენი უდავოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც საუკეთესო ოდესმე შესრულებულთა შორის“ — წერს 2008 წლის „BBC Music Magazine“.
ქეთი მელუა
ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში, ინგლისში გადასახლდა. "საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით" - ამბობდა ქეთი მელუა.
ხატია ბუნიათიშვილი
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს დაბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს თბილისში. არის გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი.
1995–97 წლებში სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და VI გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.
მატილდა გვარლიანი
ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.