ნატო გელაშვილი იუბილარია. მუსიკოსი 52 წლის გახდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მადლობა უფალს ყოველი გათენებული დღისთვის… და მომატებული წლისთვის…”
მომღერალს იუბილეს ულოცავს მისი რძალი, გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე ანეტა ნიკურაძე:
„100 წელი ჯანმრთელი და ბედნიერი უნდა გვყავდეთ“, – წერს ანეტა და ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.
ნატო გელაშვილი ბებიის ამპლუაში, ურთიერთობა რძალთან და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები
"ოჯახი" - ნატო გელაშვილი შვილებთან და შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
ნატო გელაშვილის ბიოგრაფია
ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.