მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად საკუთარ „სთორიში“ აქციიდან ფოტოს აქვეყნებს და ქუჩაში გამოსულ ადამიანებს მადლობას უხდის, როგორც მატილდა აღნიშნავს, იმისთვის, რომ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან.
„ჩემი საქართველო... მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის“, – წერს მატილდა გვარლიანი.
"ევროპა საქართველოს უპირობო არჩევანია" - ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
ცნობილი სახეების პოზიცია - ნინო გაჩეჩილაძე, თაკო ნაცვლიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ნატალია ყიფშიძე და სხვები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ
ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონი უკვე დაარეგისტრირა. კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.“
მატილდა გვარლიანის კარიერა
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი). მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. ამბობს, რომ საკმაოდ არაპროგნოზირებადია და ცვალებადი ხასიათი აქვს.
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მატილდა გვარლიანი TOP 50 მოდელს შორისაა! Models.com-ზე აღნიშნულია, რომ მოდელებმა, რომლებიც Top 50-ში მოხვდნენ, შეძლეს შთაბეჭდილება მოეხდინათ დიზაინერებზე, კასტინგდირექტორებზე, ფოტოგრაფებსა და ა.შ. მათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ისინი მომავალი სუპერმოდელები არიან.