ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე ჟურნალ "თბილისელებთან" შვილის შესახებ საუბრობს:
„გაღიმებული და გულიანი ადამიანია. არავისთვის არაფერს დაიშურებს. უყვარს მეგობარი, მეზობელი, სკოლის ამხანაგი. სიყვარულის გარდა, არაფერი შეუძლია. სიტყვები „ჩემთან დარჩითო“, ხუმრობას ჰგავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთელი გულით თქვა. ოჯახისა და მეგობრების სანახავად გამორბის ხოლმე ქუთაისში…
ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს… გვეუბნები ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება არ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდაო და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო. ეს რომ ვნახე, გავგიჟდი.
"ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა" - ბუდუ ზივზივაძის დედა შვილის ბავშვობას იხსენებს
ბუდუ ზივზივაძის, ნინი კვერნაძისა და უსაყვარლესი შაის ოჯახური კადრები გერმანიიდან
ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია. მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ…“ - ამბობს კახა ზივზივაძე.
ბუდუ ზივზივაძე
21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში გავიდა. 26 მარტს საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩი გაიმართება. გუშინდელ შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე გახდა. მან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ახლა ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მომდევნო მატჩს კიდევ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებს.
„ბუდუ ამ მატჩებისთვის ემზადებოდა რადიკალურად განსხვავებულად, კვების რეჟიმიდან დაწყებული, ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს", - ამბობდა მეუღლის შესახებ უმშვენიერესი ნინი კვერნაძე.