"23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ... სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა ჩემი ინტერესი არ არის" - ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ნიკუშა ნინუა ოჯახსა და ცხოვრებაზე - Marao

"23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ... სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა ჩემი ინტერესი არ არის" - ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ნიკუშა ნინუა ოჯახსა და ცხოვრებაზე

2024-04-18 15:17:05+04:00

მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე შვილთან, ნიკუშა ნინუასთან ერთ-ერთ დილის გადაცემას სტუმრობდა. ნიკუშამ საკუთარ ცხოვრებაზე, ბავშვობასა და დედასთან ურთიერითობაზე ისაუბრა: 

„ჩემი გადმოსახედიდან, მშობელთან ურთიერთობაში მეგობრობაზე კარგი არაფერია, ნებისმიერ საკითხზე შემიძლია ვესაუბრო და აზრი ვკითხო. ზოგჯერ შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ არ ვინანებ, რომ რაღაც მოვუყევი, თუნდაც საიდუმლო. სკოლის პერიოდში უფრო მიჭირდა, რომ რამე გამემხილა, რათა არ ეჩხუბა და დავესაჯე, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ასე არ არის.

  • ვინ არის ლენუკა ყიფშიძის შვილი გამორჩეული გარეგნობით და როგორია მისი ცხოვრება 
  • „დედამთილი ცოტა ისე ჟღერს, ყოველთვის მის მხარეს ვარ და ჩემს შვილს ვეჯაჯღანები...“ - ლენუკა ყიფშიძე შვილის, ნიკუშა ნინუას შესახებ 

ლენუკას საუკეთესო თვისება ისაა, რომ ძალიან ერთგული და ლოიალურია. სხვა ადამიანში ჯერ არ მინახავს, რომ ასე შესტკიოდეს გული თავისი მეგობრების პრობლემებზე და ასე ცდილობდეს დახმარებას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედაჩემია.

23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ. ცხოვრებაში სულ მეკითხებოდნენ, მსახიობობაზე ვფიქრობდი თუ არა. ოჯახიდან გამომდინარე, სულ მესმოდა ეს კითხვა, მაგრამ სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა ჩემი ინტერესი არ არის, მაგრამ თუ დედა მთხოვს, რომ სადმე ინტერვიუსთვის გავყვე, აუცილებლად შევუსრულებ.

ბებია (დედის დედა) ჩემთვის დედასავით იყო. როგორც ლენუკასთან ვარ, ასე ვიყავი ბებიასთანაც. ბაბუა ყველაზე მეტად მათამამებდა. არ არსებობდა, რამე მეთხოვა და არ შეესრულებინა. ყველა რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილიყო, ბაბუა ჩემკენ იქნებოდა. ძალიან ვაფასებ ბაბუას და ძალიან მიყვარს. ბაბუს და ბებოს მე და ნატალია სულ დავყავდით სასეირნოდ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, გადაღებებსა და რეპეტიციებზეც. როცა ერთი წუთი მაინც გამოუჩნდებოდა, გამოდიოდა და ჩვენთან ერთად იყო.

ნატალიასა (გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი) და ჩემ შორის მცირე სხვაობაა ასაკში. ყველაფერს მიყვება ხოლმე, მეც ვუყვები, ერთად გავიზარდეთ. დედასთან ერთად თავისუფალ დროს გარეთ გავდივარ საჭმელად, ძაღლის გასასეირნებლად", - ამბობს ნიკუშა ნინუა. 

  • „გენეტიკის ძალა - რა სიმპათიური ბიჭია“ - ვინ არის ლენუკა ყიფშიძის შვილი, რომელსაც ცნობილ ბაბუას ამსგავსებენ 

ლენუკა ყიფშიძემ აღნიშნა, რომ შვილის გაჩენიდან, დაახლოებით, სამი წლის მანძილზე სახლიდან გასვლაც კი არ უნდოდა, რადგან მთლიანად შვილზე იყო კონცენტრირებული:

„90-იანებში გავიზარდეთ და ვხედავდი, როგორი ბიჭები იყვნენ მაშინ და როგორი მინდოდა, ჩემი შვილი ყოფილიყო. ბევრს ველაპარაკებოდი, ვუხსნიდი, ვარიგებდი და, მგონი, გამომივიდა. მადლობა, შვილო, რომ ასეთი გაიზარდე“, - ამბობს ლენუკა.