"ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა; ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს" - გიორგი წიტაიშვილი - Marao

"ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა; ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს" - გიორგი წიტაიშვილი

2024-04-19 10:07:15+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ინტერვიუში მამობისა და მეუღლის შესახებ საუბრობს:

"მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა. ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს", - გიორგი წიტაიშვილი. 

არამხოლოდ მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავების უმშვენიერესი მეორე ნახევრები 

"ჩვენ ძალიან გელოდებოდით" - გიორგი წიტაიშვილი მამა გახდა 

გიორგი წიტაიშვილი რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში დაიბადა,  სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა.

წიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. კიევის „დინამო“ ანგარიშით 0-2 დამარცხდა. ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა „დინამოს“ მიერ ანგარიშით 0-1 წაგებულ შეხვედრაში „იაბლონეცის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე.

გიორგი წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად  მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი წიტაიშვილი 2018 წლიდან  კიევის „დინამოს“ საკუთრებაა. 

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­მა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში ბა­ბუ­ის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბა­ბუა ოც­ნე­ბობ­და, რომ გი­ორ­გის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ეთა­მა­შა.

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში, ამა­ზე ჩემი მშობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბევ­რს მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მო­სახ­ვედ­რად მა­ღალ დო­ნე­ზე უნდა ვი­თა­მა­შო, ეს ჩემი მი­ზა­ნია... ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ერთ რა­მეს ვპირ­დე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით მო­ე­დან­ზე შეს­ვლით მთელ ჩემს დროს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბას და­ვა­ხარ­ჯავ“, - ამბობდა გიორგი.

გიორგი წიტაიშვილის ცოლი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი სოფია მურზაა.

ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი. საღამოზე ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.