საქართველოში უამრავი ქალია, რომლებმაც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს და მოახერხეს, ერთნაირად წარმატებულები ყოფილიყვნენ ოჯახსა და კარიერაში. ამ სტატიაში გაგაცნობთ ისეთ დედა-შვილებს, რომელთა შორისაც ძნელია განასხვაო, რომელია დედა და რომელი-შვილი.
რას იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი ლევან აბაშიძის შესახებ
"ოჯახი" - ნატო გელაშვილი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
ლიკა შენგელია და ქეთი ჟღენტი
ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.
ლორენა ზოიძე
ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.
ნინა ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. პოპულარული დედის მსგავსად, მარიამსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება. მარიამ გეგუჩაძემ რამდენჯერმე ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო და თანამოაზრესთან, ნოდარ რუხაძესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობდა.
ნინი შერმადინი და მარიამ ციცაგი
ნინის ყოფილი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. ვაჟას და ნინის ერთი შვილი, მარიამი ჰყავთ. ნინი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის.
შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე
ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
2016 წლის 27 მარტს ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.