ფოტოზე ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი და დუდუხანა წეროძე არიან "უდიპლომო სასიძოს" გადაღებისას. უდიპლომო სასიძო კინოსტუდია ქართული ფილმის მიერ 1961 წელს გადაღებული კინოფილმია. ფილმის რეჟისორია ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები კი ლევან ხოტივარი, ოთარ რაზმაძე, რეზო ებრალიძე არიან.
დაიბადა ქალაქ თბილისში 1938 წლის 1 აპრილს. თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1952 წელს შევიდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა 4 წელი. 1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის მეორე კურსიდან მიწვეული იქნა კინოში, ხოლო მეოთხე კურსიდან მიწვეულ იქნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1974 წლიდან მუშაობდა რეჟისორ რობერტ სტურუას ასისტენტად.
დაქორწინებული იყო მსახიობ კახი კავსაძეზე, შეეძინათ ვაჟი ირაკლი კავსაძე. პირველი ქორწინებიდან შეეძინა ქალიშვილი ნანუკა ხუსკივაძე. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
დუდუხანა წეროძე ქართველი კინომსახიობი იყო. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სკკპ წევრი 1947 წლიდან. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა „სახკინმრეწვთან“ არსებული კინოსკოლა. 1949 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“ და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. 1934 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს როლები: მარო („უკანასკნელი მასკარადი“, 1934), პეპელა („დაკარგული სამოთხე“, 1937), ნანი („კოლხეთის ჩირაღდნები“, 1941), მაგდანა („მაგდანას ლურჯა“, 1955), თამარი („ჩვენი ეზო“, 1956), თამარი („განაჩენი“, 1959), კესარია („უდიპლომო სასიძო“, 1961), ეკა („პალიასტომი“, 1963), კაკანო („მე ვხედავ მზეს“, 1965), ბარბალე („ტარიელ გოლუა“, 1968), ივლიტა („სემირამიდას ბაღები“, 1970), დომნა („ჩარი რამა“, 1972), ასპიროზი („ყვარყვარე“, 1978), ეფროსინე („გამოაღეთ ფანჯრები“, 1981), მართა („კუკარაჩა“, 1982). განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგდანას როლი ფილმში „მაგდანას ლურჯა“; ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რევაზ ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო.
ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე.
1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კარლო კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში