"'თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს" - მარიამ შუკაკიძე განსაკუთრებული ნიჭის შესახებ - Marao

"'თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს" - მარიამ შუკაკიძე განსაკუთრებული ნიჭის შესახებ

2024-04-20 22:15:53+04:00

7 წლის იყო, რო­დე­საც მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნიჭი ჰქონ­და. მას შემ­დეგ, ბევ­რი წელი გა­ვი­და და მა­რი­ა­მი ამ ნიჭს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში იყე­ნებს. შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დის და­ნახ­ვა და იმ ხალ­ხს კი, ვი­საც მის­თვის ცუდი უსურ­ვე­ბი­ათ, არც ისე კარ­გად წას­ვლი­ათ საქ­მე.

მა­რი­ამს ინ­სტაგ­რამ­ზე 4.3 გა­მომ­წე­რი ჰყავს და თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზის სფე­როს ეხე­ბა. ამ­ბობს, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნიჭი ბიზ­ნეს­ში გა­მო­ად­გა ასე­ვე მე­უღ­ლის შერ­ჩე­ვი­სას.

- მა­რი­ამ, ჩემ­თვი­საც უც­ნა­უ­რი იყო იმის გა­გე­ბა, რომ გარ­და თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს ფლობთ და ეს ეხე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ თე­მებს. რა ასა­კი­დან და­ი­წყეთ მსგავ­სი სიზ­მრე­ბის ნახ­ვა?

 - ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 7-8 წლის ასა­კი­დან, სიზ­მრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ვხე­დავ­დი წი­ნას­წარ ყვე­ლა­ფერს.

- ვის უთხა­რით პირ­ვე­ლად, არ გა­გი­ჭირ­დათ, რომ მშობ­ლე­ბის­თვის მო­გე­ყო­ლა?

- დე­დას. ყო­ველ­დღე ვყვე­ბო­დი იმას, რა­საც ვნა­ხუ­ლობ­დი და ემ­თხვე­ო­და, ამი­ტომ არ გამ­ჭირ­ვე­ბია იმის ახ­სნა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი მაქვს.

- სიზ­მრე­ბის გარ­და ვიცი, რომ მზე­რი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ გა­მო­იც­ნოთ?

- დიახ, სულ სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ ადა­მი­ა­ნებს, პირ­და­პირ მის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს ვხე­დავ და ვხვდე­ბი რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა.

 

  • "ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ერთად ახალი საქმე წამოვიწყეთ" - მარიამ შუკაკიძის ინტერვიუ და ცხოვრების საინტერესო ამბები 
  • "ყოველთვის ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ვარ... ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ქმარი არის ყველაზე ძვირფასი ადამიანი" - რას წერს მოდელი მარიამ შუკაკიძე 

- რაში იყე­ნებთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში თქვენს ნიჭს?

- ბევრ რა­მე­ში, პირ­ველ რიგ­ში ჩემს ბიზ­ნეს­ში.

- სა­უბ­რი­სას მი­თხა­რით, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც თქვენ­თვის ბო­რო­ტე­ბა ან ცუდი უსურ­ვე­ბია, არც ისე კარ­გად წას­ვლია ცხოვ­რე­ბა...

- ზო­გა­დად ასეა, ბევ­რის­გან გექ­ნე­ბათ გა­გო­ნი­ლი, რომ კარ­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, რაც გა­მო­მიც­დია ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს, თუ ვინ­მე ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა ას­მა­გად ნად­გურ­დე­ბა.

- მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს რომ შეხ­ვდით, რა იგ­რძე­ნით, რაში და­გეხ­მა­რათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი.

- მე ზუს­ტად ვი­ცო­დი რო­გო­რი მე­უღ­ლე მე­ყო­ლე­ბო­და. ვე­ლო­დე­ბო­დი მის გა­მო­ჩე­ნას და რო­გორც კი გა­მოჩ­ნდა, პირ­ვე­ლი­ვე წა­მებ­ში მივ­ხვდი, რომ ის იყო. სა­მო­მავ­ლო სა­ო­ჯა­ხო გეგ­მებ­ში.

წაიკითხეთ სრულად