საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც რჩეულის შესახებ საუბრობს:
"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
ეროვნული ნაკრების ჰიმნად ქცეული სიმღერა "რანინელების", ვაჩე ღვინიაშვილის, ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვის, გეგა შონიასა ანასტასია ირემაძის შესრულებით
გიორგი ქოჩორაშვილის ბრაზილიელი შეყვარებული, ცხოვრება ესპანეთში და თავდაუზოგავი შრომა წარმატებისთვის
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.
"არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მოაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წუთი მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება."
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.
„პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად."
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
"საქართველოში პოპულარული არ ვარ. ესპანეთში უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე ჩემს ქვეყანაში”, - ეს გიორგი ქოჩორაშვილმა 2023 წლის სექტემბერში, COPE-ისთვის ინტერვიუში თქვა.დღეს, 2024 წლის 26 მარტის შემდეგ, ალბათ, გიორგი გრძნობს ქართველი ხალხის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან მისმა პირველმა გოლმა, შემართებამ და სიძლიერემ კიდევ უფრო გააძლიერა სხვა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მოტივაციაც.
გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული
24 წლის ვარსკვლავი გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ესპანეთში კი ის შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.