ტელეწამყვან მაია ასათიანს ორი და ჰყავს - ვერონიკა და ნანა. ვერონიკა კალანდარიშვილს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სერიალ "შუა ქალაქში" ერთ-ერთ როლს ასრულებდა.
რაც შეეხება ნანას, ის იშვიათად ჩანს მაია ასათიანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე. მასზე მედიაში მაშინ დაიწერა, როდესაც 2018 წელს გათხოვდა და მისი ქორწილის ფოტოები გავრცელდა. ნანას გერმანელი მეუღლე ჰყავს და მის ქორწილს შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა.
- ვერონიკა ახალ სატელევიზიო შოუში "მსხვერპლი" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს:
"ეს ბრიტანული პროექტია, რომელიც ბევრ ქვეყანაში გადაიღეს და ახლა უკვე – საქართველოშიც. მასზეც იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც „სტუმარზე“. „სტუმარი“ რომ გადავიღეთ, ძალიან მალე, ერთ თვეში, ახალ კასტინგზე დამიბარეს. ამას არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ თუ მხვდებოდა პატივი, კიდევ ერთხელ მემუშავა ამ გუნდთან ერთად. ამიტომ როლზე რომ დამამტკიცეს, სიხარულისგან ვხტოდი (იცინის). მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა და გულმა რეჩხი მიყო. როცა სცენარს გადავხედე, ცოტა ხანი ვფიქრობდი, უკან ხომ არ დავიხიო-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო. როგორც ვთქვით, რისკის გარეშე ზრდა არ ხდება. იმედი მაქვს, მაყურებელს შედეგი მოეწონება" - აღნიშნავს ვერონიკა ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.
„რომ წარმოვიდგენ, ახლა 26 წლის იქნებოდი, გული მიჩერდება..." - მაია ასათიანი შვილის ფოტოს აქვეყნებს
"თუ წონაში ვერ იკლებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას... 8 კილოგრამი თვე-ნახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა“ - მაია ასათიანის წონაში კლების საიდუმლო
ის უკვე 10 წელია შეყვარებულია, თუმცა თავისი რჩეულის ვინაობას არ ამხელს.
"არაჩვეულებრივი ადამიანია. გამიმართლა, რომ ზუსტად ის მყავს გვერდით. იმედია, მასაც გაუმართლა (იცინის). ხუმრობა იქით იყოს, მართლა ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ერთმანეთს ვავსებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ, მე უფრო მეტად გამიმართლა, ვიდრე მას.
ძალიან კარგი პერიოდიც გვქონია და ძალიან რთულიც. დაახლოებით, ორი წელი მე ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ის მაგრად დამიდგა გვერდში. გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფმა ადამიანმა იცის, რამდენად რთულია, როცა შენი პარტნიორი ძალიან ცუდად არის და შენ მუდმივად გვერდით უნდა ედგე, ეს დიდ ენერგიას და კარგ ნერვებს მოითხოვს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ და ამიტომაც ვამბობ, რომ მე უფრო გამიმართლა მასში."
- ამჯერად დის ვიდეოს მაია ასათიანი აზიარებს:
"იმიტომ არა, რომ ჩემი დაა... მართლა მაგრად თამაშობს და მეამაყება" - წერს მაია.