ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ანნა, პოპულარული მშობლების მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ვიდეო: ანნა სულაბერიძის კონცერტი და ცეკვა მეგობრებთან ერთად
"ულამაზესი წყვილი" - ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის რომანტიკული კადრები
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს დაუკავშირა. ჯანეტს და ნოეს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნოე და ჯანეტი მეორე შვილს ელოდებიან.
ამჯერად ნოეს უფროსი შვილი, ლიზა იუბილარია. ტელეწამყვანია შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
